კალათბურთი

20:51 | 6.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დრიმ თიმი” სამეოთხედფინალე მეტოქის მოლოდინში

 ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება პრაქტიკულად ყოველთვის დაძაბულად მიმდინარეობს და წინასწარ ძნელია განსჭვრიტო, რომელი გუნდი მიაღწევს წარმატებას, კალათბურთში კი დიამეტრალურად საპირისპირო სიტუაციაა - კიდევ კარგა ხნის განმავლობაში მექსიკელები ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეებით დაკომპლექტებულ “დრიმ თიმს” ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.

ასე მოხდა წლევანდელი მუნდიალის მერვედფინალშიც. ბარსელონაში მაიკ კჟიჟევსკის ბიჭებმა სამხრეთელი მეზობლის საკალათბურთო წარმომადგენელი ძალდაუტანებლად, იოლად დაამარცხეს და 9 სექტემბერს მეოთხედფინალში სლოვენიისა და დომინიკის რესპუბლიკის შორის მოგებულს შეხვდებიან.

დღევანდელი პაექრობის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი მექსიკელი აიონი გახლდათ 25 ქულით (მის აქტივში 8 მოხსნაცაა), ამერიკელ მოთამაშეთა სტატისტიკა კი შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ. 

მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში

მერვედფინალი

ბარსელონა. “პალაუ სანტ-ხორდი”

აშშ – მექსიკა 86:63 (23:13, 19:14, 24:11, 20:25)

აშშ: კარი (20ქ, 4პ), ტომპსონი (15ქ, 5მ), ჰარდენი (12ქ), კაზინსი (11ქ, 7მ, 2დ), გეი (10ქ), ფარიდი (8ქ, 8მ), დევისი (4ქ, 6მ, 4დ), ირვინგი (4ქ), დრემონდი (2ქ), როუზი (4პ), დეროზანი, პლამლი.  

1.160753