სლოვენიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გორან დრაგიჩმა ადრე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ნაკრებს დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ დრაგიჩი გადატვირთული 2013-14 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დასვენებას აპირებდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადაწყვეტილება ნაკრების სასარგებლოდ შეცვალა.
ევრობასკეტ 2013-ის ფინალურ ტურნირზე, რომელსაც სლოვენიამ უმასპინძლა, ჟურნალისტებმა დრაგიჩი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
კალათბურთში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, რომელსაც ესპანეთი უმასპინძლებს, სლოვენია C ჯგუფში მოხვდა ლიტვის, ანგოლის, სამხრეთ კორეის, მექსიკისა და ავსტრალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად.