ფეხბურთი

13:04 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდს” ჰუმელსი უბრუნდება

 

“დორტმუნდის” ცენტრალურმა მცველმა მატს ჰუმელსმა ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა. ამის შესახებ ბუნდესლიგის ოფიციალური საიტი იუწყება.

დორტმუნდელთა თავკაცის – იურგენ კლოპის განცხადებით, 25 წლის გერმანელმა ნოემბერში მიღებული ფეხის ტრავმა უკვე მოიშუშა და ფიზიკური კონდიციების აღდგენაც მოასწრო. დიდი ალბათობით, მცველი მინდორს “ბრაუნშვაიგთან” მატჩში დაუბრუნდება.

ცნობისათვის, ჰუმელსმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა.

0.117889