“დორტმუნდს”, “ლევერკუზენთან” შაბათს გამართულ შეხვედრაში, მხოლოდ 3 ქულა არ დაუკარგავს. როგორც გაირკვა, იურგენ კლოპის გუნდს ნური შაჰინი და სვენ ბენდერი გამოაკლდნენ.
ბენდერმა მოედანი 63-ე წუთზე დატოვა, ხოლო შაჰინმა – 20 წუთის შემდეგ. Goal-ის ცნობით, ბენდერის მოედანზე დაბრუნების დრო უცნობია, მაგრამ ის ჩემპიონთა ლიგაზე, “მარსელის” წინააღმდეგ ნამდვილად ვერ ითამაშებს. რაც შეეხება შაჰინს, მას ოთხშაბათს მოედანზე გასვლის შანსი აქვს.