ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “დორტმუნდის” ხელმძღვანელობა დიდძალი თანხის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ დორტმუნდელთა სპორტულმა დირექტორმა ჰანს-იოჰიმ ვაცკემ განუცხადა Bild-ს.
“ზაფხულში, ტრანსფერებში დიდ ინვესტიციას ჩავდებთ. სეზონის დასრულებამდე, ამ თანხის კონკრეტული რაოდენობის შესახებ ვერავინ გაიგებს”, - განაცხადა ვაცკემ.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულიდან, “დორტმუნდის” ვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკი კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” განაგრძობს.