ფეხბურთი

14:13 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდმა” გუნდოგანს გაუხანგრძლივა

 

“დორტმუნდის” ნახევარმცველმა ილკაი გუნდოგანმა კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას გერმანელები ოფიციალურად ადასტურებენ.

“კლუბის ხელმძღვანელობას ლოიალურობისთვის მადლობას ვუხდი. “დორტმუნდში” თამაში დიდი პატივია და მიხარია, რომ ამ გუნდში წელიწადით მეტს გავატარებ”, - განაცხადა 23 წლის შუახაზელმა.

გუნდოგანის ძველ კონტრაქტს ვადა 2015 წლის ზაფხულში ეწურება. ახალი ხელშეკრულების ძალით, ნახევარმცველი “სიგნალ იდუნა პარკზე” 2016 წლის ივლისამდე დარჩება.

0.116073