დორტმუნდის “ბორუსიას” ფანები მსოფლიოში თავისი საყვარელი გუნდისადმი მხარდაჭერით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულები არიან. ლხინსა თუ ჭირში, შინ თუ გარეთ, ქომაგებს “ბორუსია” არასოდეს მიუტოვებიათ და გერმანული კლუბის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით. მაშინაც კი, როდესაც დორტმუნდელებს საქმე კარგად არ მისდიოდათ, მათი საშინაო არენა მაინც ბოლომდე ივსებოდა.
რა თქმა უნდა, ასჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი სჯობს და “მსოფლიო სპორტის” მკითხველს ვთავაზობთ ფოტოკოლაჟს, რომელიც ალბათ ნებისმიერი ქვეყნის ფეხბურთის გულშემატკივარისთვის სამაგალითოა. ქართველებს ჯერჯერობით მხოლოდ ის დაგვრჩენია, მსგავს რამეზე ვიოცნებოთ.