“დორტმუნდის” ხელმძღვანელობას მადრიდის “რეალისგან” ნური შაჰინის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა სურს. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.
“მადრიდის “რეალთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩების დროს, ესპანელებს უკვე ვუთხარი, რომ შაჰინის გამოსყიდვა გვსურს”, - განაცხადა დორტმუნდელთა დირექტორმა ჰანს-იოჰიმ ვაცკემ.
შეგახსენებთ, რომ შაჰინი “სიგნალ იდუნა პარკზე” იჯარის წესით ასპარეზობს. სავარაუდოდ, “დორტმუნდს” მისი გამოსყიდვა 7 მილიონი ევრო დაუჯდება.