ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “დორტმუნდის” ხელმძღვანელობა ნახევარმცველ მარკო როისს არ გაყიდის. დორტმუნდელთა სპორტული დირექტორი მიხაელ ცორგი 25 წლის გერმანელის ტრანსფერს გამორიცხავს.
“დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ზაფხულს როისის ტრანსფერი გამორიცხულია”, - განუცხადა ცორგმა “ბილდს”.
რამდენადაც ცნობილია, როისის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს” და კატალონიის “ბარსელონას” სურთ. ერთი ინფორმაციით, კატალონიელებს გერმანელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვთ. როისს “დორტმუნდთან” მოქმედი ხელშეკრულება 2017 წლამდე აკავშირებს.