გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში, მიუნხენის „ბაიერნსა“ და „დორტმუნდს“ 3 ქულის აღება არ გასჭირვებიათ. პეპ გვარდიოლას გუნდმა „ნიურნბერგს“ სძლია, იურგენ კლოპის გაწვრთნილებმა კი, ბრემენის „ვერდერი“ გაანადგურეს.
„ბაიერნი“ „ნიურნბერგს“ „გრუნდიგზე“ დაუპირისპირდა და თითო ტაიმში თითო ბურთი გაუტანა. მე-18 წუთზე, დავიდ ალაბას ჩაწოდების შემდეგ, მარიო მანჯუკიჩმა ვარდნა შეასრულა და ბურთი მეტოქის კარში ეფექტურად გადაგზავნა, რითაც მიუნხენელებს ტაიმი მოაგებინა.
შეხვედრის მეორე ნახევარში, ცხადია, „რეკორდმაისტერი“ ანგარიშში სხვაობის გაზრდაზე ფიქრობდა და ამას მალევე მიაღწია - მანჯუკიჩი ასისტენტის როლში აღმოჩნდა, გუნდის კაპიტანმა ფილიპ ლამმა კი, ტაბლოზე 0:2 დააფიქსირა.
ბევრისთვის მოულოდნელად, „დორტმუდმა“ ბრემენის „ვერდერი“ მისსავე კედლებში უშანსოდ გაანადგურა. სტუმრებმა „მუსიკოსების“ რბევა 26-ე წუთზე დაიწყეს - რობერტ ლევანდოვსკიმ ტექნიკური დარტყმით აიღო მასპინძელთა კარი და თავისი გუნდის გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარა. ტაიმის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე, გენრიხ მხითარიანმაც იხეირა და დორტმუნდელები შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გაიყვანა.
მეორე ტაიმის დებიუტში, მანუელ ფრიდრიხი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში და თავისი შანსი გამოიყენა, რითაც „დორტმუნდს“ გამარჯვება თითქმის გაუნაღდა. კლოპის შეგირდები ამით არ დაკმაყოფილდნენ და შეტევას განაგრძობდნენ. 62-ე წუთზე, მარკო როისისმა მხითარიანს ქუსლით უპასა, სომეხმა კი, დუბლი გაიფორმა.
ბრემენელთა კარში გოლების ცვენას წერტილი ლევანდოვსკიმ დაუსვა - მეკარე ჩამოიცილა და ბურთი კარის ბადეში გაახვილა. მატჩის მიწურულს, „ვერდერმა“ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ ეს ბრემენელთათვის ბევრი ვერაფერი შვება იყო.
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ბერლინის „ჰერტამ“, რომელიც „ჰამბურგს“ ეწვია. სასიხარულოა, რომ ბერლინელთა ქართველმა ლეგიონერმა ლევან კობიაშვილმა მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა. „ჰერტამ“ ბერტ ვან მარვეიკის გუნდს პირველ ტაიმში 3 ბურთი გაუტანა და ეს იკმარა - 0:3.
ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 42100
ვერდერი - დორტმუნდი 1:5 (0:2)
ვერდერი: ვოლფი, პრედლი, ლუკიმია-მულონგოტი, სელასი, კალდიროლა, ჰანტი (აიჩიჩეკი 79), ელია (პეტერსენი 55), ობრანიაკი, იუნუზოვიჩი, ბარგფრედე, დი სანტო (კობილიანსკი 55).
მწვრთნელი: რობინ დუტი
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ფრიდრიხი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი, შაჰინი, ბენდერი (კელი 65), მხითარიანი, როისი (გროსკროიცი 65), ობამეიანგი (ჰოფმანი 77), ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლი: 0:1 ლევანდოვსკი (26), 0:2 მხითარიანი (41), 0:3 ფრიდრიხი (48), 0:4 მხითარიანი (62), 0:5 ლევანდოვსკი (85), 1:5 აიჩიჩეკი (89)
გაფრთხილება: დი სანტო (13), კალდიროლა (70) - ფრიდრიხი (25), პაპასტატოპულოსი (69)
კარში დარტყმა: 9 (5) – 12 (8) ჯარიმა: 20 - 14 კუთხური: 5 - 9 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 47% - 53% სეივი: 3 – 4
ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“. 23500
ვოლფსბურგი - მაინცი 3:0 (0:0)
ვოლფსბურგი: ბენალიო, ოქსი, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, გუსტავო, პერიშიჩი (ოლიჩი 63), ტრეში (მალანდა-ატიე 82), დე ბრეინე, არნოლდი.
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
მაინცი: კარიუსი, პოსპეხი, ბუნგერტი, ჩჟუ-ჰუ, კოხი (მიულერი 71), ბელი, მორიცი (დიასი 6), ჩჟა-ჩოლი (პარკერი 71), გეისი, ოკაზაკი, შუპო-მოტინგი.
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
გოლი: 1:0 როდრიგესი (59პ.), 2:0 დოსტი (66), 3:0 გუსტავო (75)
გაფრთხილება: გუსტავო (3), ნალდო (72) - კოხი (12), ბელი (59)
კარში დარტყმა: 17 (8) – 8 (6) ჯარიმა: 23 - 16 კუთხური: 4 - 1 თამაშგარე: 0 - 7 ბურთის ფლობა: 61% - 39% სეივი: 6 – 5
ნიურნბერგი. „გრუნდიგი“. 50000
ნიურნბეგრი - ბაიერნი 0:2 (0:1)
ნიურნბერგი: შეფერი, პინოლა, ჩენდლერი (ანგა-ლეტშერი 10), პლატენჰარდტი, ფოილნერი, გლოუშეკი (გებჰარტი 76), კიოტაკე, პეტრაკი, ფრანცი, გინჩეკი (პეკჰარტი 22), დრმიჩი.
მწვრთნელი: გერტიან ვერბეკი
ბაიერნი: ნოიერი, ლამი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა, რობენი (შაქირი 81), ტიაგო, გიოტცე, მიულერი (ხავი მარტინესი 72), მანჯუკიჩი (პისარო 86).
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
გოლი: 0:1 მანჯუკიჩი (18), 0:2 ლამი (49)
გაფრთხილება: გლოუშეკი (45), პინოლა (50) - ლამი (43), მანჯუკიჩი (64), მიულერი (65)
კარში დარტყმა: 9 (7) – 18 (11) ჯარიმა: 28 - 23 კუთხური: 3 - 5 თამაშგარე: 6 - 1 ბურთის ფლობა: 42% - 58% სეივი: 9 – 7
ფრანკფურტი. „კომერცბანკ არენა“. 40500
აინტრახტი - ბრაუნშვაიგი 3:0 (3:0)
აინტრახტი: ტრაპი, რუსი, ჯაკპა, სმაბრანო, იუნგი, მაიერი, შვეგლერი (მადლუნგი 33), აიგნერი, ფლიუმი (ბარნეტა 46), როდე, კადლეცი (ხოსელუ 82).
მწვრთნელი: არმინ ფე
ბრაუნშვაიგი: დაფარი, დოღანი, რაიხელი, კესელი, ბიჩაკჩიჩი, ჰოკსჰაიდტი (ბოლანდი 72), ტოიერკაუფი, კრატცი (კორეია 86), ელაბდელაუი (კუმბელა 46), ბელარაბი, ნილსენი.
მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი
გოლი: 1:0 ფლიუმი (7), 2:0 მაიერი (43), 3:0 აიგნერი (44)
გაფრთხილება: იუნგი (74), აიგნერი (80) - ტოიერკაუფი (74)
კარში დარტყმა: 19 (13) – 10 (6) ჯარიმა: 16 - 22 კუთხური: 10 - 2 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 6 – 10
ფრაიბურგი. „მაგე სოლარ შტადიონი“. 23000
ფრაიბურგი - ჰოფენჰაიმი 1:1 (0:0)
ფრაიბურგი: ბაუმანი, კრმაში, მუიჯა, სორგი, ჰენი, გინტერი, ფერნანდესი, შმიდი, დარიდა (ჰანკე 84), კლაუსი, მეჰმედი.
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, აბრაჰამი (ვესტერგორი 76), ზიულე, პოლანსკი, სალიჰოვიჩი (შიპლოკი 74), რუდი (მოდესტი 74), შტრობლი, ფირმინო, ჰერდლინგი, ფოლანდი.
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
გოლი: 1:0 შმიდი (68), 1:1 მოდესტი (85)
გაფრთხილება: მუიჯა (24), დარიდა (72), გინტერი (90) - რუდი (23), ჰერდლინგი (72)
კარში დარტყმა: 11 (6) – 18 (3) ჯარიმა: 24 - 16 კუთხური: 3 - 2 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 2 – 5
ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 48593
ჰამბურგი - ჰერტა 0:3 (0:3)
ჰამბურგი: ადლერი, იანსენი, ჯურუ, ვესტერმანი, ჩჟი-ჰინ ლამი, ვან დერ ვარტი, ბადელი, ბაუი (არსლანი 46), ჩალხანოღლუ (ილიჩევიჩი 61), ზუა, ჯონი.
მწვრთნელი: ბერტ ვან მარვეიკი
ჰერტა: კრაფტი, კობიაშვილი, ლანგკამპი, პეკარიკი, ვან დენ ბერგი, ნჟენგი, ჰოსოგაი, შლებრედი (ნიმაიერი 69), ჯიგერჯი (რონი 81), ალაგი, რამოსი (ვაგნერი 86).
მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი
გოლი: 0:1 ალაგი (15), 0:2 რამოსი (23), 0:3 რამოსი (38)
გაფრთხილება: არსლანი (72), ვესტერმანი (80)
კარში დარტყმა: 14 (6) – 10 (9) ჯარიმა: 18 - 12 კუთხური: 8 - 3 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 6 – 6