ფეხბურთი

0:47 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

„დორტმუნდი“ და „ბაიერნი“ დამაჯერებლად იგებენ

გერმანიის ბუნდესლიგის მე–5 ტურის დღევანდელმა დღემ მეტ–ნაკლებად ლოგიკური შედეგებით ჩაიარა. ერთადერთი გამონაკლისი ბრემენის „ვერდერი“ იყო, რომელიც „ვეზერშტადიონზე“ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ განადგურდა.

მოქმედმა ჩემპიონმა მიუნხენის „ბაიერნმა“ „ჰანოვერს“ უმასპინძლა და დამსახურებული 3 ქულაც მიითვალა. მართალია, მატჩის პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა, მაგრამ „რეკორდმაისტერის“ გამარჯვება ეჭვქვეშ თითქმის არ დამდგარა. მშრალი პურველი 45 წუთის შემდეგ, მარიო მანუკიჩმა ტონი კროოსის გადაცემით იხეირა და მიუნხენელები წინ გაიყვანა.

დაახლოებით 10 წუთში, სტუმართა მეკარემ არიენ რობენის დარტყმული ვერ შეიმაგრა, დამატებაზე კი, უეფას ვერსიით გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ ივარგა და საბოლოო ანგარიში – 2:0 დააფიქსირა.

გელზენკირხენის „შალკე“ მაინცში ჩავიდა და ადგილობრივი კლუბის დასამარცხებლად გოლიც ეყო. „ხუმარების“ მხრიდან, ერთადერთი და გადამწყვეტი გოლის ავტორი გუნდის ახალწვეული კევინ–პრინს ბოატენგი გახდა. განელმა ნახევარმცველმა მასპინძელთა შეცდომით ისარგბელა, ბურთი ჩაჭრა და ადგილი ჰაინც მიულერის კარის ბადეში მიუჩინა.

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი „სიგნალ იდუნა პარკზე“ შედგა – „დორტმუნდმა“ „ჰამბურგს“ 6:2 სძლია და თავისი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი გაახარა. ანგარიში პიერ–ემერიკ ობამეიანგმა გახსნა, რომელმაც მარცხენა მახვილი კუთხიდან დალაშქრა სტუმართა კარი. ორიოდ წუთში, მეკარესთან თითქმის პირისპირ დარჩენილმა დორტმუნდელთა ახალწვეულმა გენრიხ მხითარიანმა იხეირა და მასპინძლებს 2–ბურთიანი უპირატესობა მოუტანა.

ბევრისთვის მოულოდნელად, 49–ე წუთისთვის, ჰამბურგელებს ანგარიში უკვე გათანაბრებული ჰქონდათ, მაგრამ როგორც გაირკვა, მათი მაქსიმუმიც ეს იყო. დასკვნით 45– წუთში, დორტმუნდელებმა მეტოქე საბოლოოდ გატეხეს და 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს – ობამეიანგი და ლევანდოვსკი დუბლის ავტორები გახდნენ, ერთი გოლი კი, როისის ანგარიშზეა.

რაც შეეხება დანარჩენ მატჩებს, „აუგსბურგმა“ ფრაიბურგს“ 2:1 სძლია, „ლევერკუზენმა“ კი, „ვოლფსბურგი“ დაამარცხა (3:1).

 

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000

ბაიერნი – ჰანოვერი 2:0 (0:0)

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, რაფინია, ვან ბუიტენი, ბოატენგი (დანტე 68), ალაბა, რობენი, რიბერი (შაქირი 81), კროოსი (კირჰგოფი 86), მიულერი, მანჯუკიჩი.

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

ჰანოვერი: ცილერი, მარსელო, პოკონიოლი, საკაი, ანდრეასენი (შულცი 74), სანე, შტინდლი, პრიბი (შლაუდრაფი 82), ბიტენკორტი, ია კონანი (შმიდებახი 67), სობეხი.

მწვრთნელი: მირკო სლომკა

გოლი: 1:0 მანჯუკიჩი (51), 2:0 რიბერი (64)

გაფრთხილება: რიბერი (26), კროოსი (32), ბოატენგი (47) – მარსელო (33), პრიბი (50), ბიტენკორტი (77)

კარში დარტყმა: 16 (8) – 11 (4) ჯარიმა: 16 - 14 კუთხური: 13 - 4 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 4 – 6

 

ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 40060

ვერდერი – აინტრახტი 0:3 (0:2)

ვერდერი: მილიცი, პრედლი, ლუკიმია–მულონგოტი, კალდიროლა, ფრიცი, მაკიადი, ჰანტი (პეტერსენი 78), ელია, ეკიჩი (სელასი 46), კროოსი (იგნიოვსკი 46), დი სანტო.

მწვრთნელი: რობინ დუტი

აინტრახტი: ტრაპი, რუსი, სამბრანო, ოჩიპკა (ჯაკპა 85), ანდერსონი, იუნგი, ბარნეტა, ინუი (ფლიუმი 61), აიგნერუი, როდე, კადლეცი (ლაკიჩი 80).

მწვრთნელი: არმინ ფე

გოლი: 0:1კადლეცი (14), 0:2 კადლეცი (34), 0:4 (პრედლი (77)

გაფრთხილება: კალდიროლა (33), მაკიადი (65)

გაძევება: დი სანტო (26)

კარში დარტყმა: 8 (3) – 10 (6) ჯარიმა: 17 - 12 კუთხური: 5 - 10 თამაშგარე: 0 - 4 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 3 – 3

 

აუგსბურგი. „სგლ არენა“. 28000

აუგსბურგი – ფრაიბურგი 2:1 (0:0)

აუგსბურგი: მანინგერი, კალსენ–ბრაკერი, ვერჰაგი, კლავანი, ოსტშოლეკი, ბაიერი, ჰანი, ფოგტი (მორავეკი 58), ჰოლცჰაუზერი (ვერნერი 74), ალტინტოპი (ფეტში 86), მიოლდერსი.

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

ფრაიბურგი: ბაუმანი, დიანე, სორგი, გუედე (ჰენი 46), გინტერი, ფერნანდესი, შუსტერი, კოკლენი, ჰეფლერი (მეჰმედი 46), შმიდი, ფრაისი (ჰანკე 76).

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

გოლი: 0:1 მაჰმედი (46), 1:1 ალტინტოპი (62), 2:1 ვერნერი (89)

გაფრთხილება: მიოლდერსი (45) – გუედე (16), ჰეფლერი (45)

კარში დარტყმა: 15 (8) – 2 (1) ჯარიმა: 15 – 22 კუთხური: 10 - 3 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 0 – 6

 

ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 27000

ლევერკუზენი – ვოლფსბურგი 3:1 (1:1)

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი (დონატი 74), ბენიში, სპაჰიჩი, ვოლშაიდი, რაინარცი, კასტრო, როლფესი, სემი (კრუზი 88), კისლინგი, ჰიუნგ–მინი (კანი 80).

მწვრთნელი: სამი ჰიპია

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, შეფერი (პერიშიჩი 71), როდრიგესი, კნოხე (კუტშკე 82), დიეგო, გუსტავო, ტრეში, ჩჟა–ჩოლი (მედოევიჩი 59), ვიეირინია, ოლიჩი.

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლი: 1:0 სემი (24), 1:1 ოლიჩი (38), 2:1 კისლინგი (65), 3:0 კისლინგი (90)

გაფრთხილება: ვოლშაიდი (58), სემი (84) – ნალდო (61), გუსტავო (79)

კარში დარტყმა: 12 (7) – 9 (6) ჯარიმა: 19 - 15 კუთხური: 4 - 3 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 5 – 4

 

მაინცი. „კოფას არენა“. 34000

მაინცი – შალკე 0:1 (0:1)

მაინცი: მიულერი, ნოვესკი, სვენსონი, პოსპეხი, ჩჟუ–ჰი, სოტო (გეისი 76), ბაუმჰარტლინგერი, მიულერი, მორიცი (შაჰინი 75), ოკაზაკი (პოლტერი 57), ჩუპო–მოტინგი.

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

შალკე: ჰილდებრანდი, უჩიდა, ჰიოვედესი, აოგო, მატიპი, ბოატენგი (გორეცკა 82), ფარფანი (მეიერი 90), ნოიშტედტერი, ჰიოგერი (ჯონსი 68), დრაქსლერი, სალაი.

მწვრთნელი: იენს კელერი

გოლი: 0:1 ბოატენგი (34)

გაფრთხილება: სვენსონი (29) – უჩიდა (37), მეიერი (90), მატიპი (90)

კარში დარტყმა: 14 (9) – 10 (7) ჯარიმა: 14 - 22 კუთხური: 1 - 5 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 6 – 9

 

დოტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 80645

დორტმუნდი – ჰამბურგი 6:2 (2:1)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, სუბოტიჩი (პაპასტატოპულოსი 61), შმელცერი (დურმი 79), შაჰინი, ბენდერი, მხითარიანი (ჰოფმანი 79), გროსკროიცი, როისი, ობამეიანგი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ჰამბურგი: ადლერი, ჯურუ, ვესტერმანი, დიკმაიერი, ზობიხი (ირაჩეკი 46), ლამი, ვან დერ ვარტი (ლასოგა 85), რინკონი (ჩალჰანოღლუ 68), ბაისტერი, არსლანი, ზუა.

მწვრთნელი: ტორსტენ ფინკი

გოლი: 1:0 ობამეიანგი (19), 2:0 მხითარიანი (22), 2:1 ლამი (26), 2:2 ვესტერმანი (49), 3:2 ობამეიანგი (65), 4:2 ლევანდოვსკი (73), 5:2 როისი (74), 6:2 ლევანდოვსკი (81)

გაფრთხილება: რინკონი (28), ვან დერ ვარტი (44), დიკმაიერი (51), არსლანი (71)

კარში დარტყმა: 32 (21) – 4 (2) ჯარიმა: 9 - 24 კუთხური: 7 - 2 თამაშგარე: 6 - 0 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 0 – 15

0.164792