თამაშგარე

12:26 | 10.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

დოპინგს შეწირული არმსტრონგის კარიერა

სპორტულ სამყაროში აშკარაა, რომ დოპინგის მომხმარებელთა რიცხვი თვალშისაცემად გაიზარდა. ბევრი სპორტსმენი კარიერის განმავლობაშივე სამუდამოდ გამოემშვიდობა საოცნებო მიზნებს. ზოგი კი, ვისაც სინდისი აწუხებს, ამის საჯაროდ აღიარებას არ ერიდება.
სახელგანთქმულმა ამერიკელმა ველომრბოლმა ლენს არმსტრონგმა, ცოტა ხნის წინ, ოპრა უინფრის გადაცემაში საქვეყნოდ აღიარა, რომ დოპინგის აქტიური მომხმარებელი იყო. ამ აღიარების შემდეგ მის მიერ მიღწეული ყველა რეკორდი და მოგება ბათილად იქნა გამოცხადებული. მას, რა თქმა უნდა, ველომრბოლის ლიცენზიაც ჩამოართვეს და სამუდამო დისკვალიფიკაციაც მიუსაჯეს.
ლენს არმსტრონგმა თავის გულშემატკივრებს ამის გამო ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა, მაგრამ საკითხავია, ღირს კი წარმატების ზენიტის მისაღწევად მთელი კარიერის სიცრუეში გატარება და ბოლოს ასეთი ფინალი?!
 

0.192451