ფეხბურთი

18:21 | 12.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დონიმ კარიერა გულის პრობლემების გამო დაასრულა

33 წლის ბრაზილიელმა მეკარემ, ალეშანდერ დონიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესებაა.

როგორც ცნობილია, დონის გულის პრობლემები აწუხებს და მან სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას ფეხბურთზე უარის თქმა ამჯობინა.

“ღმერთს არ სურს, რომ ფეხბურთი კვლავ ვითამაშო. კარიერის გაგრძელება კი მინდა, მაგრამ ვერაფერს ვიზამ.” – განუცხადა დონიმ Estadio-ს.

დონი, რომელმაც პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 2001 წელს დაიწყო, “ბოტაფოგოს”, “კორინთიანსის”, “სანტოსის”, “კრუზეიროს”, “ჯუვენტუდეს”, “რომასა” და “ლივერპულის” ღირსებას იცავდა. ყველაზე დიდხანს, 6 წელი, ის “რომაში” ირიცხებოდა. ბრაზილიელმა იტალიის სერია A-ში 148-ჯერ ითამაშა. 2013 წელს, დონი მშობლიურ “ბოტაფოგოში” დაბრუნდა, მაგრამ მან ამ გუნდის მაისურით ერთი თამაშის ჩატარებაც ვერ მოასწრო.

თეგებირომადონი
0.120112