თამაშგარე

18:27 | 7.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

დონალდ სტერლინგს ახალი ბრალდება წაუყენეს

ამერიკელმა ქალბატონმა მაიკო მაია კინგმა მისი ყოფილი უფროსი, ნბა-ს კლუბ “ლოს ანჯელესის” მეპატრონე, დონალდ სტერლინგი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

“სტერლინგთან პირად თანაშემწედ მუშაობის დროს, დონალდმა სექსუალური ურთიერთობა შემომთავაზა. მე ამ შეთავაზებაზე უარი ვუთხარი, რისთვისაც სამსახურიდან დამითხოვა. მან რასისტული სიტყვები იხმარა ჩემი ყოფილი აფროამერიკელი მეუღლის მიმართ, რომელიც ჩემი ორი შვილის მამაა”, - აცხადებს მაია კინგი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დონალდ სტერლინგს კიდევ უფრო შეერყევა რეპუტაცია, რადგან ადრეც იყო მხილებული რასისტულ გამონათქვამებში და ამის გამო აიძულებენ “ლოს ანჯელეს კლიპერსი” გაასხვისოს.

 

0.145623