ფეხბურთი

13:35 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დონადონის “მილანსა” და “ტოტენჰემში” ელიან

“პარმას” თავკაც რობერტო დონადონის ლონდონის “ტოტენჰემისგან” და “მილანისგან” აქვს წინადადებები. აპენინური პრესის ცნობით, დიდია ალბათობა იმისა, რომ 50 წლის იტალიელმა სამუშაო ადგილი ზაფხულში შეიცვალოს.

საგულისხმოა, რომ დონადონი “პარმას” გულშემატკივრებით იმედგაცრუებულია, რადგან მათგან “კატანიასთან” ნულოვანი ფრის შემდეგ გამაყრუებელი სტვენა ისმოდა. თანაც, იტალიელს უფრო ძლიერ კლუბში მუშაობის პერსპექტივა ხიბლავს.

ცნობისათვის, “პარმა” იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.104841
სარეკლამო ადგილი - 99
X x X