ფეხბურთი

21:17 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დომენეკმა ტუნისის ნაკრების გაწვრთნა იუარა

 

რაიმონ დომენეკმა ტუნისის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში მუშაობაზე უარი თქვა. 62 წლის ფრანგი სპეციალისტის თქმით, ტუნისის ფეხბურთის ფედერაციამ მის მიერ შეთავაზებული პირობების დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

“ბოლო წამამდე ვმერყეობდი. ადვილი არაა ასეთი წინადადება უარყო, რადგან ეს კარგი პროექტი და თანამდებობა იყო, მაგრამ მე მსურს ისეთ პირობებში ვიმუშავო, სადაც სიტუაციას სრულად ვფლობ. მინდოდა, რომ უკეთესობა ყოფილიყო, მაგრამ ჩემს პირობებს არავინ დათანახმდა” – იუწყება დომენეკის სიტყვებს ინტერნეტპორტალი sport.fr.

2004-2010 წლებში დომენეკი საფრანგეთის ეროვნულ გუნდში მუშაობდა და 2006 წელს გერმანიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდი ფინალში გაიყვანა, სადაც იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

საფრანგეთის ნაკრებიდან წასვლის მერე, მას მწვრთნელად არსად უმუშავია.

0.122332