საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, რაიმონ დომენეკმა, “სამფეროვნებსა” და საქართველოს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, მასპინძელთა თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა გააკრიტიკა და მას უსარგებლო ფეხბურთელი უწოდა.
“ამას აქამდეც ვამბობდი და იგივეს გავიმეორებ – ბენზემა კვლავ ადასტურებს იმას, რომ ის უსარგებლო ფეხბურთელია. რაც შეეხება ფრანკ რიბერის, ის ისეთივე არასტაბილურია, როგორიც იყო.” – ციტირებს დომენეკის სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ ბენზემა ეროვნულ გუნდში პირველად სწორედ დომენეკმა გამოიძახა. ეს 2006 წელს მოხდა. 4 წლის შემდეგ, ფრანგმა სპეციალისტმა უკვე “რეალში” მოთამაშე ბენზემა მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხდს მიღმა დატოვა.