თამაშგარე

12:14 | 26.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

დომაგოი ვიდა – 100000 ევრო ერთი ქილა ლუდისთვის

 სპორტსმენებისთვის საყოველთაოდაა ცნობილი, რომ თამაშის წინ და უშუალოდ თამაშის დროს, ალკოჰოლური სასმელის მიღება და დროსტარება სასტიკად აკრძალულია. ვინც ამ წესებს არ ემორჩილება, დიდი ფულადი ჯარიმა, ან უკეთეს შემთხვევაში, გაძევება არ ასცდება.

მიუხედავად ასეთი მკაცრი პირობებისა, ზოგიერთი სპორტსმენი მაინც არ ემორჩილება კანონებს და აკრძალულ სურვილებს იკმაყოფილებს. ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა აწ უკვე კიევის “დინამოს” მცველი დომაგიო ვიდა, რომელიც ადრე ზაგრების “დინამოს” ღირსებას იცავდა. დომაგოიმ ლუდის ქილა სწორედ მაშინ გამოცალა, როდესაც ხორვატიის თასის მატჩზე მიემგზავრებოდნენ. ზაგრების კლუბის ხელმძღვანელობამ “არასპორტული საქციელისთვის” დომაგიო არც მეტი, არც ნაკლები, 100 ათასი ევროთი დააჯარიმა!

ზაგრების “დინამოს” ხელმძღვანელებს არაერთხელ დაუჯარიმებიათ ურჩი ფეხბურთელები. მაგალითად, გასული წლის აგვისტოში თავისი ბრაზილიელი ლეგიონერი სამირი 270 ათასი ევროთი იმიტომ  დააჯარიმეს, რომ  ტირასპოლის “შერიფთან” მატჩის წინ ზაგრების ერთ-ერთ ღამის კლუბში გვარიანად გაერთო.

 

0.142478