“ინტერმა” და “რომამ” უცნაური გარიგება დადეს. რომაელთა ბრაზილიელი მარცხენა მცველი დოდო, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, “ინტერში” იჯარის წესით ითამაშებს. 2016 წლის ზაფხულში კი, მილანელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება ექნებათ.
“რომას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 წლის მარცხენაფლანგელი “ინტერში” 2 წლის განმავლობაში იქნება განათხოვრებული და მილანელები დედაქალაქელებს 1.2 მილიონ ევროს გადაუხდიან. 2 წლის შემდეგ, “ინტერი” ვალდებული იქნება კიდევ 7.8 მილიონი გადაიხადოს, რის შედეგადაც დოდო “ნერაძურის” საკუთრება გახდება.
დოდო “რომაში” 2012 წლიდან თამაშობს. სერია A-ში ის მოედანზე 30-ჯერ გამოჩნდა.