მოლდოვის "ვერისის" მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ ინფარქტი გადაიტანა. ეს წუხელ ღამით და დობროვოლსკი მაშინვე წაიყვანეს საავადმყოფოში. რეანიმაციაში ოპერაციამ ორ საათს გასტანა, ახლა კი მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
45 წლის დობროვოლსკი საკმაოდ კარგი ფეხბურთელი გახლდათ და 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონიცაა. ის გახლდათ მოლდოვის "დაჩიას" მწვრთნელი, როდესაც "ზესტაფონმა" გამოთიშა – 2011 წელს.