ფეხბურთი

14:59 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დნიპროს” თავკაცს კანკავას ახალ დონეზე გაყვანა სურს

 

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” მთავარ მწვრთნელს მირონ მარკევიჩს სურს, რომ ჯაბა კანკავა მხოლოდ მეტოქეების შეტევების ჩაშლით არ შემოიფარგლოს.

“ჯაბა კანკავა “სუფთა” საყრდენი ნახევარმცველია, რომელსაც მეტოქისთვის ბურთის ართმევა კარგად შეუძლია. მე მსურს იმას მივაღწიო, რომ მან პასებიც აკეთოს. ადრე “დნიპროს” სხვა ტაქტიკა ჰქონდა. ახლა ფეხბურთელებს ვაიძულებთ, რომ ბურთი უფრო ხშირად აკონტროლონ. მას ეს უკვე უკეთესად გამოსდის. კანკავა მოწინააღმდეგეებს ბურთს ხშირად ართმევს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. თუმცა, მინდა, რომ მან უფრო მაღალ დონეს მიაღწიოს” – იუწყება მარკევიცის სიტყვებს eurofootball.ru

0.103799