ფეხბურთი

14:52 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დნიპროს” განაცხადში სამი ქართველია

დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ” უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგაში 2013-2014 წლების სეზონის განაცხადი წარადგინა, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი აღმოჩნდა.

“დნიპროს” განაცხადში მცველი უჩა ლობჟანიძე, ნახევარმცველები ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე ფიგურირებენ. პირველი მათგანი 33-ნომრიან მაისურს მოირგებს, მეორე – 6-ნორმიანს, ხოლო მესამე – 19-ნომრიანს.

გასაკვირია განაცხადში ლობჟანიძის გამოჩენა, რომელსაც “დნიპრო” სხვა გუნდში განათხოვრებას უპირებდა. რამდენიმე დღის წინ, კლუბის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი სტეცენკომ “სპორტ-ექსპრეს ვ უკრაინესთან” საუბარში აღნიშნა, რომ ახალი ფეხბურთელების მისაწვევად განაცხადში ადგილი გათავოსუფლება სჭირდებოდათ და ლობჟანიძეს ახალ გუნდს მოუძებნიდნენ.


0.116217