უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის ჩასატარებლად დნეპროპეტროვსკის “დნიპრო” რუმინეთში მხოლოდ ერთი ქართველი ლეგიონერით გაემგზავრა.
“დნიპრო” ქალაქ კლუჟში “პანდურიის” დაუპირისპირდება და უკრაინულ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ესპანელმა სერხიო რამოსმა ქართველთაგან მხოლოდ საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა იახლა. რამოსმა რუმინეთში სანდრო კობახიძე არ წაიყვანა, ხოლო უჩა ლობჟანიძე “დნიპროს” ხელმძღვანელობამ გუნდის განაცხადში აღარ დატოვა. კობახიძეს ჯანმრთელადაა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მას დნეპროპეტროვსკულ კლუბში იშვიათად ათამაშებენ.
“პანდურიისა” და “დნიპროს” დაპირისპირება 19 სექტემბერს გაიმართება.