“დნიპრომ” უჩა ლობჟანიძე განაცხადში შეიყვანა და ქართველ მცველ უკრაინის პრემიერლიგაში თამაში შეეძლება. ამაში გასაკვირი არც არაფერია, მაგრამ იმიტომ ავღნიშნეთ, რომ სეზონის პირველ ეტაპზე ლობჟანიძე განაცხადში არ გახლდათ და შესაბამისად, ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია ჩემპიონატში.
ბოლო დღეს გუნდებს დამატებით შეეძლოთ განაცხადის შევსება და ფეხბურთელების დამატება. მათ შორის, “სევასტოპოლმა” ქართველი ფორვარდი დავით დარციმელია შეიყვანა სიაში. როგორც იცით, დარციმელია 18 წლისაა და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში აქვს ნათამაშევი – სწორედ მან გაიტანა ისლანდიასთან გადამწყვეტი გოლი 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რითაც ვასილ მაისურაძის გუნდი ნახევარფინალში გავიდა.