ფეხბურთი

21:46 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

"დნიპრომ" "კლუჟთან" მოიგო, სამივე ქართველმა ითამაშა

"დნიპრომ" საკონტროლო მატჩი გამართა რუმინულ "კლუჟთან" და 2:0 მოიგო. სანდრო კობახიძემ პირველი ტაიმი ჩაატარა, ჯაბა კანკავა და უჩა ლობჟანიძე კი შესვენების შემდეგ ჩაერთვნენ საქმეში. კობახიძე საკმაოდ აქტიური იყო, ერთხელ მისი პასის შემდეგ სელეზნიოვმა ხუთიოდე მეტრიდან ააცილა, მეორედ კი სანდროს მეკარემ აუღო რთული ბურთი. 

მართალია, ქართველებს გოლი, ან საგოლე პასი არ მიუთვლიათ, მაგრამ მთლიანობაში, კარგი მატჩი ჩაატარეს.

0.124886