ფეხბურთი

15:21 | 5.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დნეპრმა” ოთარ არველაძე ტრანსფერზე დააყენა

მოგილიოვის “დნეპრმა” ქართველი ნახევარმცველი ოთარ არველაძე ტრანსფერზე დააყენა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “დნეპრის” ოფიციალური ვეგბვერდი იუწყება.

არველაძე, რომელიც 1992 წელსაა დაბადებული, ბელარუსის უმაღლესი ლიგის კლუბში გაზაფხულზე ნიკა მნათობიშვილთან ერთად გადავიდა და 5 მატჩი ჩაატარა. მას “დნეპრთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.

რაც შეეხება მნათობიშვილს, 21 წლის მცველი ბელარუსის უმაღლესი ლიგის აუტსაიდერში თამაშს გააგრძელებს.

0.11516