ვისაც 2002 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გახსოვთ, აუცილებლად გემახსოვრებათ სამხრეთკორეელი ფეხბურთელი - ჯუნგ-ჰვან ანი და მის მიერ იტალიის ნაკრების კარში გატანილი ისტორიული გოლი, რომელმაც სამხრეთ კორეელებს ესოდენ სასახელო გამარჯვება მოუტანა. დღეს ანი თავის სამშობლოში ირჯება და კარიერის ფინალსაც მიუახლოვდა, თუმცა, სამხრეთ კორეაში ის ჯერ კიდევ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამას ანის ფეხბურთელობის გარდა, მისი პოპულარული მეუღლე, აზიაში ცნობილი მოდელი - ლი ჰე ვიონიც განაპირობებს.
ლი, წარმოშობით ჩინელია, თუმცა, მისი მშობლები წლების განმავლობაში კორეაში ცხოვრობდნენ და კორეის სრულუფლებიანი მოქალაქეც გახლავთ. ლი ჰე ვიონი და ჯუნგ-ჰვან ანი ერთმანეთს 2007 წელს შეხვდნენ და კორეაში დამკვირდებული ადათის თანახმად, მათი ურთიერთობა უმალვე დამთავრდა ქორწინებით.
მოდელობასთან ერთად, დღეს ლი ჟურნალისტობს კიდეც და სამხრეთ კორეის ტელევიზიაში ფრიად რეიტინგულ გადაცემას უძღვება. ამას გარდა, სწორედ ამ ქალბატონმა ჩამოაყალიბა სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრების ქომაგი ცნობილ ადამიანთა კლუბი, რომლის წევრებიც, ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის ყველა თამაშის წინ ერთად იკრიბებიან და არც სტადიონზე ყოფნის დროს ზოგავენ საკუთარი ყელის იოგებს.