ფეხბურთი

12:00 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯუკიჩი: “წასვლაზე არ ვფიქრობ”

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ ჯუკიჩმა პრიმერადივიზიონის მე-11 ტურში საშინაო მატჩში “ალმერიასთან” 1:2 წაგების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იცის, როგორ უნდა მოძებნოს შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავალი.

“ცხადია შედეგით უკმაყოფილო ვარ. განსაკუთრებით ის მიფუჭებს ხასიათს, რომ ჩვენს მეტოქეებს სასურველი შედეგის მისაღწევად ბევრი საგოლე მომენტის შექმნაც კი არ სჭირდებათ. ფეხბურთელებმა კი თავიანთი შესაძლებლობების რწმენა დაკარგეს. გადადგომას არ ვაპირებ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის გამოსწორებას შევძლებ“ – ციტირებს ჯუკიჩის სიტყვებს AS.

  


 

0.117117