როგორც აღმოჩნდა, ბოროტი ტყუილი ყოფილა იტალიური “იუვენტუსის” ფეხბურთელის, სებასტიან ჯოვინკოს შეყვარებულთან დაშორების ამბავი. ჯოვინკო და მისი სატრფო ფიდენზატა შარი, მტრის თვალების დასაბრმავებლად, კვლავ ერთად არიან.
ფეხბურთელის ცხოვრებაში ცხვირის კიდევ ერთხელ ჩასაყოფად, სებასტიან მარკიზიოს, იტალიური “ყვითელი” პრესის ჟურნალისტები სახლში ეწვივნენ. პიემონტელმა ფეხბურთელმა, ჟურნალისტები საკმოდ თბილად მიიღო და დაარწმუნა, რომ ფიდენზატასთან ძველებურად ურთიერთობს.
სებასტიანი ჟურნალისტებთან საუბარში იყო გართული, როდესაც მათ კამპანიას თავად ფიდენზატა შარიც შეუერთდა. წარმოშობით სლოვენიელ-იტალიელი ლამაზმანი, ჩია სატრფოს თურმე მთელი მონდომებით ეხუტებოდა და ყველას არწმუნებდა, რომ ჯოვინკოს, მის გულში ძველებურად დიდი ადგილი უკავია...