ფეხბურთი

1:38 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვანი დოს სანტოსი “ვილიარეალში” ითამაშებს

24 წლის მექსიკელი შემტევი ჯოვანი დოს სანტოსი კარიერას “ვილიარეალში” განაგრძობს. პრიმერაში ახლახანს დაბრუნებული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “მალიორკას” ყოფილმა ფეხბურთელმა “ყვითელ წყალქვეშა ნავთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის სხვა დეტალები ცნობილი არაა.

ჯოვანი დოს სანტოსმა კარიერა “ბარსელონაში” დაიწყო. 2008 წელს, მან “ტოტენჰემს” მიაშურა, საიდანაც “იფსვიჩში”, “გალათასარაისა” და “რასინგში” იყო განათხოვრებული. 2012 წელს, მექსიკელი “მალიორკამ” შეიძინა, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 32 თამაშში მან 6 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.11094