სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, “სოხუმის” მალტელი ლეგიონერი, უკანახაზელი ჯოშუა ჯექსონი საახალწლო არდადეგებზე იმყოფება და გუნდს მიმდინარე წლის 10 იანვარს შეუერთდება. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
“გუნდმა მხოლოდ პირველ და ორ იანვარს დაისვენა. “სოხუმის” კიდევ ორი ლეგიონერი პეტერ ივანიჩი (უკანახაზელი, სერბეთი) და ჯერემი საიმონსი (ფორვარდი, აშშ) თბილისიდან არ გასულან და გუნდთან ერთად ვარჯიშობენ”, - გვითხრა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ “სოხუმმა” 2013-14 წლების სეზონი კარგად დაიწყო. ზღვისპირელებმა დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეს, ხოლო ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალზე მე-2 ადგილი დაიკავეს. 23-ე ეროვნულ ჩემპიონატში კი პირველი წრის შემდეგ 13 ქულა აქვთ და “ბათუმი-რსუსთან” ერთად IV-V ადგილებს ინაწილებენ.