კალათბურთი

13:54 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯი და დიურანტი კვირის მოთამაშეებად აღიარეს

ინდიანა პეისერზის” და “ოკლაჰომა სიტი სანდერის” ფორვარდები პოლ ჯორჯი და კევინ დიურანტი, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო კალათბურთელებად აღიარეს.

გასულ კვირაში “პეისერზმა” სამივე მატჩი მოიგო, ჯორჯს კი გუნდისთვის საშუალოდ 30.7 ქულა მოჰქონდა. თავის მხრივ ოთხიდან სამ შეხვედრაში იმარჯვა “სანდერმა”, ხოლო დიურანტის საშუალო მაჩვენებლები ასეთი იყო: 39.3 ქულა, 6.5 პასი, 4.8 მოხსნა.

კვირის საუკეთესო მოთამაშეობაზე პრეტენზიას ელ ჯეფერსონი (“შარლოტი”), ლუოლ დენგი (“კლივლენდი”), ტერენს ჯონსი (“ჰიუსტონი”), ლენს სტივენსონი (“ინდიანა”), მაიკ კონლი (”მემფისი”), კრის ბოში, ლებრონ ჯეიმსი (ორივე – “მაიამი”), ლამარკუს ოლდრიჯი (“პორტლენდი”) და ჯონ უოლი (“ვაშინგტონი”) აცხადებდნენ.

 

0.130501