თამაშგარე

11:43 | 19.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯ კლუნი ევროპირველობაზე ესპანეთსა და ინგლისს გულშემატკივრობს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბერბიჭა, მექალთანე, მაგრამ ცოლის მოყვანის უარმყოფელი ამერიკელი მსახიობი ჯორჯ კლუნი ბოლო დროს ევროპული ფეხბურთით, ანუ როგორც ამერიკელები ამბობენ, “სოკერით“ დაინტერესებულა. ამერიკაში ფეხბურთისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება და ზოგად ტენდენციას არც მისტერ ჯორჯი ჩამორჩა.

როგორც ჭეშმარიტი ამერიკელი, ჯორჯ კლუნი პირველ რიგში, რასაკვირველია, აშშ-ის ეროვნული ნაკრების ქომაგია. თუმცა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე თავისი რჩეული გუნდებიც ჰყოლია. ამერიკელი მსახიობი თურმე ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს განსაკუთრებულად გუშემატკივრობს.

ჯორჯ კლუნი თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბარში გამოტყდა, რომ წლების წინ, მრავალი სხვა ამერიკელის მსგავსად, ევროპულ ფეხბურთზე ისიც ირონიულად საუბრობდა და ამ სახეობას საერთოდ არ აღიარებდა. თუმცა, ახლა წარმოდგენები მკვეთრად შეეცვალა. მსახიობი იმედოვნებს, რომ ბრაზილიაში, მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრების საგულშემატკივროდ ჩასვლასაც მოახერხებს.
 

0.163278