როდესაც პოპულარული ფეხბურთელების ცოლების შესახებ ვწერთ, ძირითადად მათ სიკეკლუცესა და სიშხვართეზე გვიწევს აქცენტის გაკეთება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან, თუკი კაცი, ვთქვათ, იტალიელი ძამბროტას ცოლს, ვალენტინა ძამბროტას შეხედავს, შეუძლებელია, მის გონებაში ”ამა ქვეყნის სიამეებზე” ფიქრმა რომ არ გაიელვოს.
ამ მხრივ უდავოდ გამონაკლისია ინგლისელი ფეხბურთელის, ჯონ ტერის მეუღლე, ყოფილი მოდელი ტონი პოლი, რომელსაც ერთ-ერთ ინგლისურ ტელეარხზე კულინარიული გადაცემა მიჰყავს და ბრიტანელ დიასახლისებს მსოფლიოს კულინარიის საიდუმლოებებს აზიარებს.
ტონი პოლი სხვა ფეხბურთელების ცოლებში იმითაც გამოირჩევა, რომ ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა და მხოლოდ ის იცის, რომ მისი ქმარი ცნობილი ფეხბურთელია. ჯონსა და პოლის ორი შვილი ჰყავთ და როგორც ინგლისელი ფეხბურთელის მეუღლე ამბობს, მთელი მისი დრო და ენერგია მთლიანად ბავშვებსა და კულინარიას ხმარდება.