თამაშგარე

11:13 | 12.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ოშის ცოლს სანდერლენდი მოსწონს

“მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი და “სანდერლენდის“ ამჟამინდელი ფეხბურთელის, ირლანდიელი ჯონ ოშის ახლადმოყვანილი მეუღლე, ივონე მანინგი აღფრთოვანებულია ქალაქ სანდერლენდით და მიაჩნია, რომ მთელს ბრიტანეთში ყველაზე ბედნიერად ადამიანები სწორედ შედარებით პატარა ქალაქებში ცხოვრობენ. არადა, როდესაც ჯონი მანჩესტერიდან სათამაშოდ  სხვა ქალაქში გადადიოდა, ივონე მისი ჯერ მხოლოდ შეყვარებული იყო და სანდერლენდში ცხოვრება სულაც არ ხიბლავდა.
“სანდერლენდი შესანიშნავი ქალაქია. აქ თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს და ურთიერთობებიც ძალზე თბილია. როდესაც სახლიდან გავდივართ, მე და ჯონის შუა ქუჩაში ხორცის გამყიდველებიც კი გვაჩერებენ და ცდილობენ, რომ რაიმეთი პატივი გვცენ. გუშინ მაგალითად, რესტორანში ვიყავით და რესტორნის მფლობელმა დანახარჯი არ გადაგვახდევინა. შესანიშნავი მეზობლები გვყავს, რომლებიც ყველაფერში გვეხმარებიან. წარმოუდგენელია, რატომ უნდა ჰქონდეს ადამიანს დიდ ქალაქებში ცხოვრების სურვილი, როდესაც სანდერლენდისნაირი შესანიშნავი ქალაქები არსებობენ“ – ამბობს ჯონ ოშის მეუღლე.
როგორც უკვე იცით, ჯონ ოში “სანდერლენდში“ სულ ცოტა ხნის წინ გადაბარგდა და ფერგიუსონის საწყმსოდან მისი წასვლა ჯონის კარიერის დასასრულადაც კი შეაფასეს. თუმცა, ირლანდიელები ასე არ ფიქრობენ და ირლანდიის ნაკრებში ჯონი ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ითვლება. ჯონ ოში დღესდღეობით “სამყურების“ ნაკრების ვიცე-კაპიტანია.

 

0.145497