ჩოგბურთი

19:45 | 22.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ მაკინროი: “სერენა და ნადალი გამოკვეთილი ფავორიტებია”

 სადიდსლემო ტურნირების შვიდგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს რეიტინგსიის ექსპირველმა ნომერმა, ამერიკელმა ჯონ მაკინროიმ “როლან გაროსის” მოახლოებული სტარტის წინ საკუთარი პროგნოზი ჟურნალისტებსაც გაანდო.

 - მოდით ქალებით დავიწყოთ. თქვენი აზრით ფავორიტი რომელი მოთამაშეა?

- გამოკვეთილი და აშკარა ფავორიტი სერენა უილიამსია. როდესაც იგი კარგად თამაშობს, მის დამმარცხებელს პირადად მე ვერ ვხედავ. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ უდიდეს მოთამაშეებსაც კი სჩვევიათ მოულოდნელი მარცხი. ვიტყოდი, რომ სერენამ საკუთარ თავს უნდა აჯობოს. ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ამჟამად უილიამს-უმცროსია, მეც ვყოფილვარ. მთავარია, მან ფსიქოლოგიურ ზეწოლას გაუძლოს. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ გრუნტისსაფარიანი კორტი სერენას საყვარელი საასპარეზო სარბიელი არაა. თუმცა, გავიმეორებ – “როლან გაროსზე” სერენას უპირველესად საკუთარ ემოციას უნდა აჯობოს.

- საფრანგეთის ღია პირველობაზე წლეულს მონაწილე მამაკაცებზე რას გვეტყოდით?

- აქაც პრაქტიკულად იგივე სიტუაციაა, რაც ქალების ერთეულთა ტურნირში. თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ძნელი წარმოსადგენია, რაფა ნადალმა პირველობა ვერ მოიპოვოს. ყოველ შემთხვევაში, ესპანელის დამარცხების შანსი მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვს. ნადალის ძლევის შესაძლებლობა რობინ სოდერლინგსაც ექნებოდა, როგორც ეს შვედმა 2009 წელს მოახერხა. შესაძლოა, საფრანგეთის ღია პირველობის მსვლელობისას ნადალს სირთულეები შეექმნას, მაგრამ მეტად ძნელად წარმომიდგენია, “როლან გაროსის” ხუთსეტიან მატჩში რაფას ვინმემ მოუგოს.

- ამის შანსი როჯერ ფედერერსაც არ აქვს?

- ასაკის გათვალისწინებით, ფედერერს გრუნტზე ჯოკოვიჩისა და ნადალის დამარცხება ძალიან გაუჭირდება. საამისოდ მას გაცილებით უკეთესი შესაძლებლობა უიმბლდონზე ექნება. თუკი როჯერი “როლან გაროსზე” ნახევარფინალში გავა, მისთვის კარგი შედეგი იქნება.

0.113353