მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, 25 წლის სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე შოტლანდიაში გატარებულ ერთკვირიან არდადეგებზე ისაუბრა.
“მოგესალმებით ყველას! მოგენატრეთ? მე მომენატრეთ და ჩემს ჯგუფთან ერთად ძველ საქმიანობას დავუბრუნდი – ბალახს მივირთმევთ! ძველ ინგლისურ საჩოგბურთო კლუბში დაბრუნება ძალიან მაგარია. გასული კვირა საოცრად გავატარე - საცოლეს სიურპრიზი გავუკეთე და მისი დაბადების დღისთვის შოტლანდიაში გავემგზავრეთ. ახლა მუშაობის დროა. გუშინ, ამ სეზონზე ბალახზე პირველად ვივარჯიშე და ყველაფრმა კარგად ჩაიარა! თქვენ როგორ ატარებთ ზაფხულს?” - დაწერა ჯოკოვიჩმა.