ჩოგბურთი

17:58 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის უნიკალური შანსი

რეიტინგსიის ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს 8 “მასტერზ1000”აქვს მოგებული და თუკი ცინცინატიში გამარჯვებასაც მოახერხებს, ჩოგბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდება, რომელსაც ცხრავე ამგვარი ტურნირის მთავარი პრიზი ექნება მოპოვებული. 26 წლის სერბი ცინცინატის შეჯიბრებაში დღეს მეორე წრიდან ჩაებმება და არგენტინელ ხუან მონაკოს შეხვდება.

“ცინცინატიში გამარჯვებით მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიაში რეკორდით შევალ. ეს ფაქტი უდიდეს ძალას მმატებს და ყოველმხრივ შევეცდები მიმდინარე კვირა წარმატებით ჩავამთავრო”, - ამბობს “ნოლე” და ენდი მარეისთან დაპირისპირებაზეც ისაუბრა: “წლების განმავლობაში ჩვენი დაპირისპირება კიდევ უფრო განვითარდება და საყურადღებო პაექრობებსაც შევთავაზებთ გულშემატკივარს. უიმბლდონის ფინალში დამარცხების შემდეგ რევანში მწადია, მაგრამ ძნელია პროგნოზირება, როგორ დასრულდება ჩვენი მომდევნო შეხვედრა”.

0.121282