ჭადრაკი

21:13 | 14.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოჯუამ ლიდერობა შეინარჩუნა

 

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნულ ჩემპიონატზე, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს, მესამე ტურის პარტიები გათამაშდა.

მართალია, შავებით თამაშობდა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ასპარეზობის ერთპიროვნულმა ლიდერმა დავით ჯოჯუამ საკმაოდ იოლად შეძლო ეროვნული ჩემპიონატის დებიუტანტის, ერთ-ერთი აუტსაიდერის ფრიდონ ყალაგაშვილის დამარცხება. ამით მან ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

სხვა შეხვედრებიდან დიდ ინტერესს იწვევდა რეიტინგ-ფავორიტის, მიხეილ მჭედლიშვილისა და მიმდინარე ჩემპიონატზე მეორე რეიტინგის მქონე მერაბ გაგუნაშვილის შეხვედრა - მეტოქეები ყაიმზე შეთანხმდნენ.

სხვა პარტიები ასე დასრულდა:

ლევან ფანცულაია – გიგა ყუფარაძე 0,5:0,5

დავით ზარქუა – ლუკა პაიჭაძე 0:1

დავით ლომსაძე – კონსტანტინე შანავა 0:1

გაიოზ ნიგალიძე – დავით მაღალაშვილი 1:0

 

სატურნირო მდგომარეობა 3 ტურის შემდეგ

I – ჯოჯუა 3,0 ქულა

II–III – პაიჭაძე, შანავა 2,5

IV–VII – მჭედლიშვილი, გაგუნაშვილი, ყუფარაძე, ნიგალიძე 2,0

VIII – ფანცულაია 1,0

IX–X – ლომსაძე, მაღალაშვილი 0,5

XI–XII – ზარქუა, ყალაგაშვილი 0

 

მეოთხე ტურის შეხვედრათა განრიგი:

ყუფარაძე – ჯოჯუა

მაღალაშვილი – ყალაგაშვილი

შანავა – ნიგალიძე

მჭედლიშვილი – ლომსაძე

პაიჭაძე – გაგუნაშვილი

ფანცულაია – ზარქუა

0.125258