ჭადრაკი

21:37 | 17.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოჯუა ლიდერობას მაინც არ თმობს

ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა საქართველოს 72-ე ეროვნულ ჩემპიონატზე მე-6 ტურის პარტიები გათამაშდა.

გამორჩეულ ინტერესს იწვევდა პარტიები ლიდერთა მონაწილეობით. ერთპიროვნულ ლიდერ დავით ჯოჯუასა და კონსტანტინე შანავას შეხვედრა (ეს უკანასკნელი ჯოჯუას ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა), ყაიმით დასრულდა.

ჯოჯუას გადასწრება მხოლოდ ლუკა პაიჭაძეს შეეძლო, რომელიც თეთრებით 3,5 ქულის მქონე გაიოზ ნიგალიძეს ეთამაშებოდა. მოგებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პაიჭაძემ ნახევარი ქულის აღებაც კი ვერ შეძლო და მეტოქეს სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა.

ზედიზედ ორი ყაიმის მიუხედავად, ჯოჯუა ერთპიროვნულ ლიდერობას მაინც არ თმობს.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა ლევან ფანცულაიასა და დავით ლომსაძის შეხვედრა. ყველასათვის მოულოდნელად, ასპარეზობის მონაწილეთა შორის მესამე რეიტინგის მქონე ფანცულაიამ ვერ შეძლო ერთ-ერთი აუტსაიდერის, მეათე ადგილზე მყოფი ეროვნული ოსტატის დავით ლომსაძის დამარცხება და მხოლოდ ყაიმით დაკმაყოფილდა.

მე-6 ტურის პარტიების ტექნიკური შედეგები:

გიგა ყუფარაძე – დავით მაღალაშვილი 0,5:0,5

კონსტანტინე შანავა – დავით ჯოჯუა 0,5:0,5

მიხეილ მჭედლიშვილი – ფრიდონ ყალაგაშვილი 1:0

ლუკა პაიჭაძე – გაიოზ ნიგალიძე 0:1

ლევან ფანცულაია – დავით ლომსაძე 0,5:0,5

დავით ზარქუა – მერაბ გაგუნაშვილი 0:1

 

სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ

I – ჯოჯუა 5,0 ქულა

II-III – შანავა, ნიგალიძე 4,5-4,5

IV – პაიჭაძე 4,0

V-VII – ფანცულაია, გაგუნაშვილი, მჭედლიშვილი 3,5-3,5

VIII – ყუფარაძე 3,0

IX – მაღალაშვილი 2,5

X – ლომსაძე 1,5

XI – ზარქუა 0,5

XII – ყალაგაშვილი 0

 

18 ივნისი დასვენების დღეა

მე-7 ტურის შეხვედრათა განრიგი, რომელიც 19 ივნისს ჩატარდება:

გაგუნაშვილი – ყუფარაძე

ლომსაძე – ზარქუა

ნიგალიძე – ფანცულაია

ყალაგაშვილი – პაიჭაძე

ჯოჯუა – მჭედლიშვილი

მაღალაშვილი – შანავა

0.119691