ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ (2693) ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში დაწყებული 2013 წლის მსოფლიოს თასის პირველ რაუნდში უკრაინელ მარტინ კრავცივს (2620) თეთრი ფიგურებით კი სძლია, თუმცა, შავებით მარცხი განიცადა ახლა, 13 აგვისტოს მეტოქესთან ურთიერთობის გარკვევა ტაი-ბრეიკზე მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ თითოეული მატჩი 2 პარტიისგან შედგება, გარდა ფინალისა, სადაც 4 შეხვედრა გაიმართება. ტაი-ბრეიქი: ძირითადი მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში ორი პარტია 25 წუთს+10 წამი; ორი პარტია 10 წუთს+10 წამი; ორი პარტია 5 წუთი+3 წამი და არმაგედონი – თეთრების 5 წუთი შავების 4 წუთის წინააღმდეგ 3 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე, ყაიმის შემთხვევაში შავები გადადიან შემდეგ წრეში.
ცნობისთვის, მსოფლიოს თასის საპრიზო ფონდი 1 600 000 დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 120 000-ს მიიღებს, ყველაზე მცირე თანხა კი იმ მოჭადრაკეებს ერგებათ, რომლებიც თამაშს პირველივე წრეში დაასრულებენ – 6 000 დოლარი.