ქართველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ (2710) ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პირველი მარცხი განიცადა, რაც ლიდერობის დათმობად დაუჯდა.
მე-9 ტურში ბაადური შავი ფიგურებით იტალიელ საბინო ბრუნელოს (2602) დაუპირისპირდა და 45-ე სვლაზე მოულოდნელი წაგება მიითვალა.
შედეგად, ჯობავას 6.5 ქულა შერჩა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ლიდერი კი ხორვატი ივან სარიჩი (2637) გახდა, რომელმაც ტურნირის რეიტინგ-ფავორიტი რადეკ ვოიტაშეკი (პოლონეთი, 2711) დაამარცდა და თავი 7.0 ქულას მოუყარა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ეს უკანასკნელი ძალიან წარუმატებლად ასპარეზობს და 4.5 ქულით მხოლოდ მე-7 პოზიციაზეა.
ცამეტ ტურად მიმდინარე Tata Steel Challengers-ის მე-10 ტური 22 იანვარს შედგება. ჯობავა თეთრი ფიგურებით ჰოლანდიელ ბენჯამინ ბოკს (2560) ეთამაშება, ხოლო სარიჩი შავებით ტურნირის მონაწილე ერთ-ერთ ქალბატონ ანა მუზიჩუკს (