პოლონურ ლეგნიცაში მიმდინარე მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ერთპიროვნული ლიდერი გამოიკვეთა - 4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი აქვს უკრაინელ ალექსანდრ მოისეენკოს. მას ნახევარ-ნახევარი ქულით ერთბაშად 12 მოჭადრაკე ჩამორჩება, რომელტა შორის დავით შენგელიაა, რომელიც ავსტრიის სახელით გამოდის. ბაადურ ჯობავასა და მერაბ გაგუნაშვილს 3-3 ქულა აქვთ, მათ მეოთხე ტურის პარტიები მოიგეს შესაბამისად გაბოტ პეპთან (უნგრეთი) და გუდმუნდურ კიარტანსონთან (ისლანდია). ამავე მეოთხე ტურში თორნიკე სანიკიძე დაუზავდა პოლონელ გრჟეგორჟ გაიევსკის და 2,5 ქულა აქვს. სამწუხაროდ, დამარცხდა დავით ლომსაძე - პოლონელ ალექსანდრ მისტასთან და 1 ქულა დარჩა.
მეხუთე ტურში ჯობავა შავი ფიგურებით პოლონელ მათეუს ბარტელს ეთამაშება, ასევე შავი ფიგურები იქნება მერაბ გაგუნაშვილის განკარგულებაში ბელარუს სერგეი ჟიგალკოსთან პარტიაში. თორნიკე სანიკიძის მეტოქე სერბი ივან ივანიშევიცი იქნება, ხოლო ლომსაძე ჩეხ იან მაჩანს ეთამაშება
შეგახსენებთ რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა, ხოლო საუკეთესო 23 მოჭადრაკე მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს.