ბაადურ ჯობავამ (2710) ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ-ან-ზეეში ჩატარებული ტურნირი მე-3 ადგილზე დაასრულა. ქართველმა მოჭადრაჯემ Tata Steel Challengers-ის 13 ტურში ჰოლანდიელ ვეტერან იან ტიმანის (2607) დარად 8.5 ქულა მოაგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მე-3 პოზიციაზე აღმოჩნდა.
ტურნირის დასკვნით ტურში ბაადური შავი ფიგურებით ამერიკელ კაიდენ ტროფს (2457) დაუზავდა და გამარჯვებულ ივან სარიჩს (ხორვატია, 2637), რომელმაც შეჯიბრი მარცხის გარეშე განვლო, ქულანახევრით ჩამორჩა.