ჭადრაკი

23:21 | 26.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ რუსულ ტურნირში იმარჯვა

საქართველოს საჭადრაკო ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა კრასნოდარის მხარეში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა, თანაც, 9 ტურის განმმავლობაში არცერთი პარტია წაუგია.

ჯობავამ ექვს ტურში იმარჯვა, 3 პარტია კი ყაიმით დაასრულა და თავი 7.5 ქულას მოუყარა. შედეგად, ბაადურმა უახლოეს კონკურენტებს – რუსებს მიხაილ პანარინს, ივან ბუკავშინს, მიხაილ დემიდოვს, პაველ ოცურს და ჰოლანდიელ იან ელვესტს ქულით გაასწრო.

ცნობისთვის, გასული ტურნირი საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონის – ვიტალი ცეშკოვსკის სახელობის გახლდათ.

0.117378