ნორვეგიის ქალაქ ტრომსში სტარტი აიღო მსოფლიოს თასის გათამაშებამ მამაკაცთა შორის. შეჯიბრი ნოკაუტ სისტემით ტარდება და მასში 128 მსოფლიოს უძლიერესი ვაჟი-მოჭადრაკე მონაწილეობს.
პირველ წრეში მსოფლიო თასის ერთადერთმა ქართველმა მონაწილემ ბაადურ ჯობავამ (2693) თეთრი ფიგურებით უკრაინელი მარტინ კრავცივი (2620) დაამარცხა. მეორე შეხვედრაში ბაადური შავებით იასპარეზებს და შემდეგ წრეში გადასასვლელად ყაიმიც ჰყოფნის.
ამ პოზიციაში ქართველმა დიდოსტატმა ეფექტური შეწირვა განახორციელა:
13.ე:ც6!! ბც 14.ლ:დ4 მფ5 15.ლ:დ8 ეა:დ8 16.დ3 გადამწყვეტი ინიციატივით.
ცნობისთვის, თითოეული მატჩი 2 პარტიისგან შედგება, გარდა ფინალისა, სადაც 4 შეხვედრა გაიმართება. ტაი-ბრეიქი: ძირითადი მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში ორი პარტია 25 წუთს+10 წამი; ორი პარტია 10 წუთს+10 წამი; ორი პარტია 5 წუთი+3 წამი და არმაგედონი – თეთრების 5 წუთი შავების 4 წუთის წინააღმდეგ 3 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე, ყაიმის შემთხვევაში შავები გადადიან შემდეგ წრეში.