ქართველი მოჭადრაეკე ბაადურ ჯობავა (2706) მინსკში მიმდინარე დავიდ ბრონშტეინის მემორიალზე პირველობისთვის ბრძოლას განაგრძობს.
მე-6 ტურში ჯობავამ შავი ფიგურებით რუსი იგორ კოვალენკო (2642) დაამარცხა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ახლა, ქართველი დიდოსტატი ერთპიროვნულ ლიდერ დანიილ დუბოვს (2614) 0.5 ქულით ჩამორჩება.
9 ტურად მიმდინარე ბელარუსული ტურნირის მე-7 ტურში ჯობავა თეთრი ფიგურებით სწორედ დუბოვს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებს.
ცნობისთვის, ბრონშტეინის მემორიალის გამარჯვებული ათ ათას დოლარს მიიღებს.