ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე ტურნირის მე-11 ტურში ქართველი ბაადურ ჯობავა (2710) შავი ფიგურებით ჰოლანდიელ ვეტერან იან ტიმანს (2607) დაუზავდა, რაც ლიდერობის დათმობად დაუჯდა.
ქართველ მოჭადრაკეს 8.0 ქულა მოუგროვდა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, პირველ პოზიციაზე კი ხორვატი ივან სარიჩი (2637) გახლავთ, რომელმაც თეთრებით ჩინელი ქალბატონი ქსუე ჟაო (2567) დაამარცხა და თავი 8.5 ქულას მოუყარა.
ბოლოსწინა მე-12 ტურში ჯობავა თეთრი ფიგურებით ჰოლანდიელ დმიტრი რეინდერმანს (2593) დაუპირისპირდება, ხოლო სარიჩი ასევე თეთრებით ჩინელ იანგიი იუს (2677) ეთამაშება.