ჭადრაკი

1:05 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ იტალიურ ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავა

ქართველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ (2713) იტალიის ქალაქ ბერგამოში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე (ACP Golden Classic) მე-2 ადგილი დაიკავა.

ტურნირში, რომელშიც 7 მოჭადრაკე მონაწილეობდა, ბაადურმა 3.5 ქულა დააგროვა და ჩემპიონ უესლი სოს (ფილიპინები, 2744) ქულით ჩამორჩა.

ჯობავას ბოლო დაპირისპირება უნგრელ ზოლტან ალმაშისთან (2693) ჰქონდა და გადადებული პარტია გამარჯვებით დაასრულა.

ცნობისთვის, მე-3 ადგილი სწორედ ალმაშის ერგო, რომელმაც 3 ქულა მოაგროვა და ისრაელის წარმომადგენელ ემილ სუტოვსკის (2620) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

0.115202