ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის 6 ტურის თავზე 5.0 ქულით ქართველი ბაადურ ჯობავა (2710) და ხორვატი ივან სარიჩი (2637) ლიდერობენ.
გასულ ტურში ჯობავა Tata Steel Challengers-ში მოთამაშე ერთ-ერთ ქალბატობს, სლოვენიელ ანა მუზიჩუკს (2566) დაუპირისპირდა და თეთრი ფიგურებით 58-ე სვლაზე დაუზავდა, ხოლო სარიჩმა შავებით ჰოლანდიელი ეტიენ გოუდრიანი (2431) დაამარცხა.
მე-7 ტურში, რომელიც 18 იანვარს შედგება, ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. სარიჩის და ჯობავას პარტიაში თეთრი ფიგურებით ხორვატი მოჭადრაკე ითამაშებს.